ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ტრენინგი გორში

დამატების თარიღი: 21 May 2019 / 18:23

18 მაისს გორის მუნიციპალიტეტის უნივერსიტეტში ახალგაზრდული რეფლექსი 2.0-ის ფარგლებში, წარმატებით ჩავატარეთ ვორქშოფი 14-დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებთან, რომელიც მოიცავდა სამ ისეთ აქტუალურ და საინტერესო თემებს , როგორებიცაა – ოჯახში ძალადობა, ადამიანის უფლებები და გაცვლითი პროექტები.

შეხვედრას უძღვებოდნენ Caynex-ის ორგანიზაციის წევრები , სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და ჰოლანდიიდან მოწვეული ახალგაზრდა მუშაკი.

ვორქშოფის მთავარი მისია გახლდათ:
• ახალგაზრდების მოტივირება და ჩართვა აქტუალურ თემებში
• ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ
• ახალგაზრდების გაერთიანება, მათი იდეების მოსმენა
• ცოდნის გადაცემა დისკუსიისა და არაფორმალური საგანმანათლებლო ხერხების საშუალებით.

ღონისძიების დასაწყისში განვიხილეთ გენდერული სტერეოტიპები, განსხვავებები და სტიგმები. ასევე ახალგაზრდებმა, Caynex-ის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს საქართველოში და მსოფლიოში არსებულ დისკრიმინაციულ შეხედულებებზე, გენდერული როლების თვალსაზრისით.

ვორქშოფის პირველი ეტაპის განმავლობაში ჩატარებულმა აქტივობა-თამაშებმა კი ხელი შეუწყო თინეიჯერების კრიტიკული, კრეატიული და ფართო აზროვნების გაღვივებას. ასევე დაეხმარა საზოგადოებაში არსებული რეალური სურათის, გენდერული უთანასწორობის ნათლად დანახვასა და პრობლემების გაანალიზებაში.

ჩატარებული ღონისძიების მეორე ეტაპზე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ისაუბრა ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მნიშვნელოვანია კონკრეტული დისკრიმინაციული ან პრობლემური საკითხების მოგვარებისას.
შეხვედრისას დასმულმა უამრავმა კითხვამ და დებატების რეჟიმში ვორქშოფის წაყვანამ, ახალგაზრდების ჩართულობას, აქტიურობასა და გონებრივ იერიშს შეუწყო ხელი.
პროექტის განმავლობაში გაწეულმა არაფორმალურმა აქტივობებმა და დისკუსიამ დამსწრეებს საშუალება მისცა, ეპოვათ პრობლემების გაჭრის გზები, გამოეთქვათ საკუთარი იდეები და აზრები გენდერული დისკრიმინაციისა და სხვა ადამიანური უფლებების შეზღუდვის, აღკვეთისა და შემცირების შესახებ. განხორციელებულმა სიტუაციურმა ანალიზმა კი ახალგაზრდებს უჩვენა გზა, თითოეული საქმისა თუ ქეისის, ინდივიდუალური მოგვარებისა და მიდგომის მნიშნველობაზე.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება ევროპული პროექტების შესახებ.
Caynexმა, როგორც Erasmus+ პროექტების გამოცდილმა ორგანიზატორმა და პარტნიორმა, ჰოლანდიიდან მოწვეულ ახალგაზრდულ მუშაკთან ერთად ისაუბრა ერამუსის გაცვლით პროგრამებზე, შესაძლებლობებსა და იმ გზებზე, რომლებიც ეხმარება აქტიურ მოხალისეებს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და თვით-განვითარებაში.
აღნიშნულის მიზანი იყო, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა, ყველა ინფორმაციისა და დეტალების გაცნობა და პროექტის საძიებო წყაროების შესახებ აუდიტორიისთვის მასალების მიწოდება.
არსებული სესიისას მოთხრობილი პირადი გამოცდილება და რჩევები დაეხმარა ახალგაზრდებს გაცვლითი პროგრამების შესახებ მრავალფეროვანი და განსხვავებული სახის ინფორმაციის მიღებასა და აღნიშნული პროექტების დადებითად შეფასებაში, რაც მათ სამომავლო პერსპექტივების განვითარებასა და შესაძლებლობების სწორად განსაზღვრას მისცემს დასაბამს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace