“ახალგაზრდული რეფლექსი 2.0” – ვორქშოფი გორში

დამატების თარიღი: 05 July 2019 / 17:34

პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0“-ის ფარგლებში, გორში, საზოგადოება „ბილიკში“ 1 ივლისს ჩატარდა ტრენინგი საინტერესო ვორქშოფებით, რომელსაც წარუძღვნენ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები გორში: ნინო კოშორიძე, ავთო მეცხვარიშვილი და მარიამ ბებიაშვილი. ტრენინგი ეხებოდა ოჯახში ძალადობას და ახალგაზრდების პრობლემებს. ერთ-ერთი ვორქშოფი მიზნად ისახავდა პრობლემის დადგენასა და მისთვის გამოსავლის პოვნას.

შეხვედრის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ინფორმირება ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით და მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა.

დიდ მადლობას ვუხდით საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენელ ლელუკა მინდიაშვილს თანამშრომლობისა და გვერდში დგომისათვის

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace