ახალგაზრდული საქმიანობის დღის წესრიგი 2025

დამატების თარიღი: 14 July 2021 / 17:01

2021 წლის 13-14 ივლისს კავკასიის ახალგაზრდული კავშირი და Let`s Do It საქართველო მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ახალგაზრდული საქმიანობის დღის წესრიგი 2025“
კონფერენციის ფარგლებში, ახალგაზრდული მუშაკები, ახალგაზრდული საკითხების მკვლევრები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდულ სფეროსა და ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართული პირები გაეცნენ ბონის პროცესს და ერთობლივად იმუშავეს “სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025”-ს 3-წლიანი სამოქმედო გეგმის განვითარებაზე ბონის პროცესის დეკლარაციის გათვალისწინებით.
საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობა ევროპული დღის წესრიგისა (EYWA) და ბონის პროცესის მიხედვით განვითარდება.
ორგანიზაცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს გაწეული შრომისთვის და განაგრძობს ახალგაზრდულ საკითხებზე აქტიურ მუშაობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace