1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩავატარეთ მრავალი სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობა. ზემოთ აღნიშნული დღის აღსანიშნავად ახალგაზრდები ხაშურიდან, გორიდან და მარნეულიდან სტუმრად თბილისში გვეწვივნენ. ჩვენ შევიკრიბეთ მეტეხის ტაძართან და პროდუქტიულად გავატარეთ დღე ერთად!
ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ერთმანეთის გასაცნობ აქტივობებში და ისაუბრეს ბავშვთა დაცვის დღის მნიშვნელობის შესახებ, რის შემდეგაც ისინი თბილისის ღირსშესანიშნავი ძეგლების ექსკურსია იმყოფებოდნენ!
ექსკურსიის შემდგომ გადავინაცვლეთ მთაწმინდაზე, სადაც შევუერთდით საქართველოს სკაუტებს და მონაწილეებს ჩავუტარეთ გასართობი თამაშები, ენერჯაიზერები და ვორქშოფები.
ექსკურსიის და გასართობი თამაშების შემდეგ, ჩვენს მონაწილეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია “Creative Twinning” პროექტის შესახებ. ამასთან, ისინი შეხვდნენ თსუ-ს თვითმმართველობას და გაეცნენ მათ საქმიანობას, რის შემდეგაც გადაეცათ სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები.
1 ივნისის აღნიშვნა ჩვენს სტუმრებთან ერთად დავასრულეთ ახალგაზრდული კონცერტით, რომელიც გაიმართა თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.
საუკეთესო ჰიტების შემსრულებლები იყვნენ:
• რეზო და ბავშვები
• მარიამ დოკვაძე
• Alter Ego
• იკაკო ალექსიძე
წვეულებას ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი, შემოსული თანხით ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ სკოლის ბიბლიოთეკებს ვაჩუქებთ წიგნებს.
ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტს გაწეული თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ მოცემული ღონისძიება ჩატარდა პროექტის “Creative Twinning – ACT” ფარგლებში “MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub”-ის მიერ.