ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი გახსნილია ახალი მონაწილეებისთვის

დამატების თარიღი: 16 October 2014 / 13:12

სარკინიგზო ხაზის პროექტი ბაქო–თბილისი–ყარსი ღიაა სხვა ქვეყნების მონაწილეობისთვის. ამის შესახებ, ხუთშაბათს საერთაშორისო კონფერენციის  „სარკინიგზო ხაზი ბაქო–თბილისი–ყარსი– აბრეშუმის გზის განვითარების ახალი შესაძლებლობები“–ს დროს განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის ტრანსოპრტის მინისტრმა ზია მამედოვმა.

დაინტერესებულ ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ სამმხრივ მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერიალია აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს მიერ 2007 წელს.

პროექტის განხორციელების დასრულება დაგეგმილია 2015 წელს, ხოლო ამ წლის ბოლოს დაგეგმილია პირველი საცდელი სამუშაო მატარებლის გაშვება, განაცხადა მამედოვმა.

მინისტრის განცხადების მიხედვით, სამი წლის მოქმედების შემდეგ სატვირთო ტრანსპორტირების მოსალოდნელი მოცულობა, მოცემული ხაზის ფარგლებში, იქნება სამი მილიონი ტონა, 5 წლის მოქმდების მერე მოცულობა იქნება ხუთ მილიონ ტონაზე მეტი, ხოლო ათი წლის მერე გადააჭარბებს 10 მილიონ ტონას.

დღესდღეობით გრძელდება თურქეთის ტერიტორიაზე 75,6 კილომეტრის სიგრძის ნაკვეთის მშენებლობა, საქართველოს ტერიტორიაზე ნაკვეთის მშენებლობა და რეკონსტრუქცია, ასევე, საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე 4,5 კილომეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობა.

ბაქო– თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენბლობა მიმდინარეობს ქართულ–აზერბაიჯანულ–თურქული მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის დაფინანსება აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო  ფონდის(ГНФАР)  მიერ ხორციელდება „ ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის შესრულებაზე“  სახელმწიფო მეთაურის 2007 წლის 21 თებერვლის განკარგულების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში შენდება რკინიგზის მაგისტრალის ახალი 105 კილომეტრიანი შტო. გარდა ამისა, საქართველოში რეკონსტრუირდება ახალქალაქი– მარაბდა–თბილისის რკინიგზის ხაზის ნაკვეთი, რაც გაზრდის მისი გამტარობის მოცულობას 15 მილიონ ტონამდე წელიწადში. ახალქალაქში შენდება მატარებლების გადამყვანი პუნქტი საქართველოში არსებული ლიანდაგებიდან ევროპულებზე.

დერეფნის გამტარობის მოცულობის მაქსიმუმი არის 17 მილიონი ტონა ტვირთი წელიწადში. საწყის ეტაპზე, მოცემული მაჩვენებელი იქნება ერთი მილიონი მგზავრისა და 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:  http://www.trend.az/capital/business/2322397.html

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace