ბაქო მასპინძლობს კასპიის მე-20 საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კონფერენციას

დამატების თარიღი: 10 May 2013 / 00:55

ბაქო. ვიქტორია დემენტიევა. 4-7 ივნისს ბაქოში გაიმართება კასპიის მე-20 ნავთობისა და გაზის კონფერენცია.

 

“APA-ეკონომიკის” მიხედვით, კასპიის მე-20 ნავთობისა და გაზის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ნავთობკომპანიების BP, SOCAR, ტრანს ადრიატიკის გაზსადენისა (TAP) და ნაბუკოს წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეები, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თავჯდომარეობით, იმსჯელებენ: საერთაშორისო თანამშრომლობის გზით სარესურსო ბაზისა  და  მიწოდების მრავალფეროვნების გაზრდის თაობაზე, მერყევ მსოფლიო ნავთობის ბაზარზე,  გაზის ფასებზე, გრძელვადიან კონტრაქტებზე, კასპიის რეგიონიდან ნავთობის მიწოდების გზებზე და ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე აზერბაიჯანში და სხვა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ :  BP Azerbaijan’s- ის პრეზიდენტი გორდონ ბირელი,  SOCAR- ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სამინისტროს ენერგეტიკის პოლიტიკის გენერალური დირექტორი დეთლეფ დოიკე, TAP- ის მმაართველი დირექტორი ქეთილ თუნგლანდი და ნაბუკოს წარმომადენელი რეინარდ მითჩეკი.

 

 

წყარო: http://en.apa.az/news/192500 (09.05.2013)

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace