გასაუბრებები ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის ფარგლებში

დამატების თარიღი: 15 September 2018 / 15:14

2018 წლის 13-14 სექტემბერს, „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ და „მასტერფის საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა გასაუბრების და გაცნობითი შეხვედრა პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0“ – ის ფარგლებში ხაშურის, გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში შეირჩა 7-7 ახალგაზრდა ლიდერი, რომლებიც პროექტის პირველ ეტაპზე გაივლიან მომზადების ტრენინგ კურსებს „ლიდერთა სკოლის“ ფარგლებში და შემდგომში ჩაერთვებიან ახალგაზრდული ცენტრების ფუნქციონირებაში ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში. პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“.

ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის  საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის გორის, ხაშურის და მარნეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს  გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace