გასული წლის არჩევნებში, სომხურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს გაერთიანება

დამატების თარიღი: 24 May 2013 / 19:49

სომეხ ოპოზიციონერთა გაერთიანების იდეა ბუნდოვანი გახდა. საარჩევნო პერიოდი ერთ წელი მიმდინარეობდა,  რომელიც 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო და დასრულდა მაისში, ერევნის მუნიციპალური არჩევნებით. სხვადასხვა ოპოზიციური ფრთა, ვერ შეჯერდა ერთი წარმომადგენლის წარდგენაზე.

ამჟამად, არჩევნების შემდეგ,  ბევრს საუბრობენ თანამშრომლობასა და ოპოზიციური ძალების ერთიან ბრძლოლაზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ახლო მომავალში განხორციელდეს.

ყველაზე ნათელი დასტური ამისა არის პარტია ‘’მემკვიდრეობ-ის’’ ლიდერის  რაფი ჰოვანესიანის უკანასკნელი საჯარო გამოსვლა. მიუხედავად მისი მოწოდებისა, რომელიც მიმართული იყო ოპოზიცური პარტიების მიმართ, რომ გაერთიანებულიყვნენ, არც ,,დაშნაკებისგან’’ (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია ARF) არც ,,სომხეთის ეოვნული კონგრესი’’ (ANC) და არც ,,ალტერნატიული წარმატებული და განვითარებული სომხეთისგან’’ (PAP) მას გამოხმაურება არ მიუღია.

მანამდე კი ,,წინასწარმა პარლამენტმა’’, ( რომელიც  ‘’მემკვიდერობის’’ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაეხმარა), გამართა საჯარო აქცია, რომელსაც პარტია ‘’მემკვიდრეობა’’ არ დაესწრო.

ერევნის საკრებულოს არჩევნების დროს კი ANC,  პარტია ,,მემკვიდრეობა’’, ARF და PAP, რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, რათა შეექმნათ ერთიანი ფრონტი და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ერთად ებრძოლათ, თუმცა ეს იდეაც ვერ განხორციელდა.

პოლიტიკისა და საარჩევნო ტექნოლოგიების ექსპერტი არმენ ბადალიანი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ოპოზიციური ძალების გამოფხიზლება, რათა ისინი უფრო მეტად ეფექტურები და კოკნკურენტუნარიანები გახდნენ.

,,არ არის საჭირო მათი გაერთიანება. მაგალაითად თუ ისინი გაერთიანდებოდნენ და ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მთლიანად 150 ხმას მიიღებდნენ, შემდეგ დაიწყებოდა ბრძლოა და გაურკვევლობა, თუ ვინ რამდენი ხმა მიიღო და რამდენით გაიმარჯვა. ეხლა კი ნათელია, რომ PAP-ს ერევანში აქვს ათასი ხმა, ANC – 18 000, დაშნაკებს-15 000. ახლა ამ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, დახვეწონ მათი საქმიანობა და გახდნენ კონკურენტუნარიანი პარტიები, რათა წარმატებას მიაღწიონ. ‘’ – განაცხადა არმენ ბადალიანმა.

წყარო:http://www.armenianow.com/news/politics/46266/armenian_opposition_raffi_hovannisian_prosperous_armenia_dashnaks

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace