დასრულდა ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივი პროექტი

დამატების თარიღი: 02 September 2021 / 17:36

დასრულდა ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივი პროექტი „კავკასიის ახალგაზრდულ კავშირსა“ და პოლონურ ორგანიზაცია Fundacja Rozwoju Społeczeństwa Przedsiębiorczego შორის, სადაც საქართველოდან ორმა აქტიურმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ლილი ზაზაძემ და ხათუნა თურმანიძემ. ქართველი მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები პოლონური ორგანიზაციის საქმიანობაში და ჯამში ერთი წელი გაატარებს საილესიის რეგიონში. მათ მოვალეობებში შედიოდა აქტიური მონაწილეობის მიღება და აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მიძღვნილი იყო ახალგაზრდული საქმიანობისადმი, კერძოდ, ახალგაზრული კლუბებისა და ბანაკების მოწყობა-დაორგანიზება. ენის კლასებში მონაწილეობა და პოლონური ენის შესწავლა, აქტივობები ადგილობრივი ხანდაზმული ადამიანებისთვის, ადგილობრივი მასპინძელი ორგანიზაციისთვის ლოჯისტიკური მხარდაჭერის აღმოჩენა და დახმარება ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებაში, საოფისე საქმიანობების წარმოება და სხვ.
აგრეთვე მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ ონლაინ შეხვედრაში, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ სოლიდარობის კორპუსის პროექტისა და ზოგადად ერასმუს+ ის პროგრამის სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ როგორც პოლონელი ასევე ქართველი ახალგაზრდებისთვის. „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ მადლობას უხდის პოლონურ ორგანიზაციას და ქართველ მოხალისეებს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace