დასუფთავების აქცია ვაკის პარკში

დამატების თარიღი: 19 September 2016 / 23:37

2016 წლის 18 სექტმბერს კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით, ვაკის პარკში გაიმართა do It Georgia–ს დასუფთავების აქცია, რომელშიც ორმოცამდე ახალგაზრდა იყო ჩართული. აქციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა არის „Lets do It“ და გაეცნენ პროექტის სამომავლო მიზნებს. აქცია 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა და დასუფთავდა როგორც უშუალოდ ვაკის პარკის ტერიტორია, ასევე მისი შემოგარენი.
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული თბილისის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის წევრები და სხვა მოხალისეები. შეგახსენებთ, რომ Lets do It Georgia–ს მიზანია გარემოს დასუფთავება, გამწვანება და დაცვა მომავალი დაბინძურებისგან, რისთვისაც საჭიროა მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა მწვანე ღონისძიებებში საქართველოს ყველა კუთხეში. დასუფთავების აქცია გაიმართა ქალაქ გორში, რომლის ორგნაიზატორები იყვნენ გორის სკაუტები.
„Lets do It“ – ის ყველა აქციის მთავარი მიზანია მიაწოდოს ინფორმაცია ქართულ საზოგადოებას დასუფთავების ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ და მოამზადოს საფუძველი 2018 წლის 8 სექტემბრისთვის, როდესაც მსოფლიოს 150 ქვეყნის 300 მილიონამდე ადამიანი ჩაერთვება დასუფთავების აქციაში და ერთად შევცვლით მსოფლიოს უკეთესობისკენ. დღევანდელი მონაცემებით Lets do It – ის აქციებში 16 მილიონზე მეტი მოხალისეა ჩართული მსოფლიოს სხავდასხვა სახეელმწიფოებიდან.
ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველა მოხალისეს, ახალგაზრდებს, თბილისისა და გორის სკაუტებს გაწეული.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace