დისკუსია და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი უწყებებისთვის

დამატების თარიღი: 13 March 2016 / 16:29

2016 წლის 11 მარტს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან ერთად დისკუსია და ვორქშოფი ჩაატარა. უცხოელ სტუდენტებთან თანამშრომლობისას იკვეთება უმთავრესი პრობლემა, რომელიც ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღებას უკავშირდება. შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა. სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინიციატივები და იმსჯელეს დეპარტამენტის შექმნის იდეაზე, რომელიც უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ამ შეხვედრის საფუძველზე შედგება რეკომენდაციების ნუსხა, რომელიც გადაეგზავნება იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისიტროებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace