ევროკავშირი ცდილობს აზერბაიჯანის მსგავს გაზის მწარმოებელ ქვეყნებთან გრძელვადიანი კავშირის გაბმას

დამატების თარიღი: 04 April 2013 / 23:57

გერბენ-იან გერბრანდი (ჰოლანდია) ევროპარლამენტის წევრი.

ენერგიის უსაფრთხო და დასაყრდენი მიწოდების განმტკიცება ევროპისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს ენერგიის სხვადასხვა წყაროებს შორის მართებული ბალანსის პოვნასა და ენერგიის მოხმარების შეზღუდვის ინვესტირებას, უფრო კონკრეტულად ენერგიის ეფექტურობის გაზრდის გზით. ამ მომენტისათვის ენერგო უსაფრთხოების მხრივ შეიძლება იქმნებოდეს პრობლემა იმ სახელმწიფოებისათვის, რომელთაც ენერგო წყაროების შეზღუდული დივერსიფიკაცია აქვთ.

ევროკავშირის მოქმედება მიმართულია გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის ხელშეწყობისაკენ და გრძელვადიანი ურთიერთობების მშენებლობისაკენ აზერბაიჯანის მსგავს გაზის მწარმოებელ სახელმწიფოებთან, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ტრანზიტულ ქვეყნებთან. ამასთანავე ევროკავშირი ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცებას ცდილობს სამხრეთის ხაზის იმპლემენტაციის შემსუბუქებით, რაც ევროკავშირის ბაზარს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაზის საცავებთან დააკავშირებს.

ბოლო წლებში, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან ენერგო პოლიტიკაზე მიმდინარე დიალოგი გამყარებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობით. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპელი 6 პარტნიორის ენერგო სიტუაციები დიდად განსხვავებულია,  საერთო ქმედებების დანერგვაში პროგრესი აშკარაა ვაჭრობის, კონკურენციის, ფასების, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დარგში, ამავდროულად მხედველობაში მიღებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის თავისებურებები. აქედან გამომდინარე მე იმედით ვუყურებ ბაქოსთან კონსტრუქციულ დისკუსიას.

რეგიონის ყველა მოთამაშემ იცის ენერგიის პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს იცის აზერბაიჯანმაც. შესაბამისად, საფრთხეები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ზედმეტად არ უნდა შევაფასოთ ერების სურვილი, რომ დაიწყონ სამხედრო ქმედებები ენერგორესურსებისათვის.

ენერგია აზერბაიჯანსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის ურთიერთობას მნიშვნელოვანს ხდის, თუმცა ამავდროულად მოაქვს სირთულეებიც. ნათელია, რომ ყარაბახის პრობლემა უნდა გადაიჭრას მომავალში, მაგრამ ამასთან ერთად ყურადსაღებია დემოკრატიის, მედიის თავისუფლებისა  და ადამიანის უფლებათა პატივისცემის შეზღუდულობა ამ რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, რომელთა შორის აზერბაიჯანიცაა. საკმაოდ ხშირად, პოლიტიკოსები ერიდებიან ამ მთავრობათა კრიტიკას ენერგო დამოკიდებულების გამო. ეს არასწორი მიდგომაა. სტაბილური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია ენერგო უსაფრთხოებისათვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace