ერასმუს + ის ტრენინგ კურსები „Yes! To Dialogue”

დამატების თარიღი: 29 October 2018 / 14:29

2018 წლის 26 ოქტომბერს ბაკურიანში დაიწყო ახალგაზრდული ტრენინგ კურსი „Yes! To Dialogue”, რომელიც 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული პროექტი ტარდება კავკასიის ახალგაზრდული კავშირის, მასტერფის საქართველოს, როტარაქტ კლუბისა და მიგრანტებისა და უმცირესობის კავშირის თანამშრომლობით. მასში მონაწილეობას იღებენ: მოლდოვის, სომხეთის, ესპანეთის, იტალიის, უკრაინის, საბერძნეთის, გერმანიისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერები და მუშაკები. მოცემული ტრენინგების კურსი ტარდება ერასმუს+
ის პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს კულტურათაშორისი დიალოგის წახალისება, თეორიების გაცნობა და კონცეფციების შემუშავება, რომელიც მომავალში მათ დაეხმარება იმუშავონ ახალგაზრდებთან.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace