ერასმუს+ ის პროექტი კრაკოვში

დამატების თარიღი: 03 October 2021 / 12:47

Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში, 25 სექტემბრიდან -2 ოქტომბრის ჩათვლით, პოლონეთში, ქალაქ ზაკოპანეში, განხორციელდა ახალგაზრდული პროექტი – ‘’Outdoors for Healthy Lifestyle.‘’ 30-მდე ესპანელ, ლატვიელ, პოლონელ, უკრაინელ და სომეხ ახალგაზრდასთან ერთად, საქართველოს სახელით პროექტში მონაწილეობდნენ: ნინო ღვინაშვილი, ქეთევან გორდეზიანი, გიორგი ელიოზაშვილი, ელინა ღამბაშიძე და როლანდ გაგოევი.
არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით, პროექტი მიზნად ისახავდა, მონაწილეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისი პოპულარიზაციას. პროექტის აქტივობები მოიცავდა იოგის სესიებს, ლაშქრობასა თუ სხვადასხვა შეჯიბრებს მონაწილეებს შორის.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს უმასპინძლა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა Serce Podhala – Gmina Szaflary და სპორტულმა სკოლამ SMS Zakopane , სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობებისა და სასწავლო სისტემის შესახებ.
პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენდა ახალგაზრდებს შორის კულტურათა მიმოცვლა და ტოლერანტული გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია კულტურული საღამოები, რომლის ფარგლებშიც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცა, სხვა მონაწილეებისთვის გაეცნო საკუთარი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, კულტურა, მუსიკა თუ სამზარეულო.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ორგანიზატორებს Szukamy Talentów და Armenian Youth League გაწეული შრომისთვის და განაგრძობს სამომავლო პარტნიორობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace