ერასმუს + ის ტრენინგები იტალიაში “Think Plan Act! Be entrepreneur of yourself”

დამატების თარიღი: 10 October 2015 / 16:14

2015 წლის 29 სექტემბერი – 7 ოქტომბერი კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მიმართულების ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ სასწავლო ტრენინგ კურსებზე იტალიაში, ქალაქ ბალესტრატეში.  ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 26 ახალგაზრდა 13 ქვეყნიდან. მთავარი თემატიკა იყო  მეწარმეობის ( Entrepreneurship ) დანერგვა და განვითარება ლოკალურ დონეზე. ტრენინგები მოიცავდა  ასევე პიროვნული უნარ–ჩვევების, შესაძლებლობების  გამოვლენას, სოციალური თუ სხვა სახის საწარმოების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და ახალი იდეების შემუშავებას.  კავკასიის ახალგაზრდული კავშირი უახლოეს პერიოდში გეგმავს აღნიშნული დარგის ხელისშეწყობასა და განვითარებას საქართველოში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace