ერასმუს + ის ტრენინგები ციფრული დიალოგი ბაკურიანში

დამატების თარიღი: 07 August 2018 / 17:23

2018 წლის 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“, „მასტერფის საქართველოს“ და „Growth Organization Netherlands“ ორგანიზებით ბაკურიანში ჩატარდა ერასმუს+ ტრენინგ კურსი „ციფრული კომუნიკაცია“ . პროექტი განხორციელდა ევროკავშირის, ერასმუს + ის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მონაწილე ახალგაზრდებს ციფრული ტექნოლოგიების და პროგრამების გამოყენებით შეასწავლოს საკუთარი ისტორიის, ან მნიშვნელოვანი ამბის გადმოცემა ვიდეორგოლის ან სურათების მეშვეობით. აღნიშნული მეთოდოლოგია აქტიურად გამოიყენება ევროპის არაერთ ქვეყანაში მოწყვლადი გჯუფების გასაძლიერებლად და მათი პრობლემების გასაჯაროებლად.

პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა 27 ახალგაზრდა უკრაინიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრიიდან და საქართველოდან. პროექტის პირველი დღე დაეთმო მონაწილეების გაცნობას, თიმბილდინგს და შემეცნებით დავალებას ბაკურიანში, როლის მიზანი იყო მონაწილეების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გაგება. მომდევნო დღეები დაეთმო მეთოდოლოგიის შესწავლას, სკრიფტის, სურათების და ვიდეორგოლის მომზადებას, რომელიც გაზიარდება სხვადასხვა საიტების და სოციალური არხების საშუალებით.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე ექსკურსია ახალციხეში, სადაც მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ რაბათის ციხე და გაცნობოდნენ სამცხე-ჯავახეთის ისტორიას. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ჰოლანდიურ ინფორმალ ჯგუფს „Growth Organization Netherlands“-ს თანამშრომლობისთვის და განაგრძობს მათთან სამომავლო პროექტებზე მუშაობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace