ერასმუს + ის ტრენინგ კურსები ანტალიაში

დამატების თარიღი: 02 February 2016 / 13:40

2016 წლის  24-31 იანვარს კავკასიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ტრენინგ კურსებზე თურქეთში – ანტალიაში სახელწოდებით: „Europe’s Youth Beyond Discrimination”, რომელიც Erasmus+-ის მიერ განხორციელდა.პროექტში მონაწილეობას იღებდა 30 ადამიანი 10 სხვადასხვა ქვეყნიდან(საქართველო,გერმანია,იტალია,საფრანგეთი,საბერძნეთი,რუმინეთი,უნგრეთი,სომხეთი,თურქეთი,აზერბაიჯანი).პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის მრავალი აქტივობა,მათ შორის: “forum theater”, ”civil society against discrimination”,”make contribution to fight racism and support refugees”, მოეწყო ფილმის ჩვენება და დისკუსია,გაიმართა ინტერკულტურული საღამო ..
ტრენინგ კურსი ითვალისწინებდა რომ დამყარებულიყო ინტერკულტურული დიალოგი მონაწილეებს შორის და გამოეკვლიათ სტერეოტიპების,ცრურწმენებისა და დისკრიმინაციის იდეა.პროექტი განკუთვნილი იყო ახალგაზრდა მოხალისეების,მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის და მიზნად ისახავდა რომ მონაწილეები განვითარებულიყვნენ და გაეცნობიერებინათ დისკრიმინაციის მნიშვნელობა თავიანთ სამსახურში,საზოგადოებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace