ერასმუს+ პროექტი ბაკურიანში

დამატების თარიღი: 13 April 2022 / 23:07

🇬🇪🇪🇺 Erasmus+ პროექტების სერია გრძელდება.
📅 პროგრამის ფარგლებში, 1-9 აპრილს, ბაკურიანში წარმატებით განხორციელდა ტრენინგ-კურსი “Social Entrepreneurship for Social Inclusion and Sustainability”.
🔹პროექტში მონაწილეობას იღებდა 30-მდე ახალგაზრდა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, გერმანია, მოლდოვა, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უკრაინელი ახალგაზრდების ნაწილმა ტრენინგ-კურსში მონაწილეობა მიიღო ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
🎯 პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, სოციალური მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით, მონაწილეებმა იმუშავეს ბიზნესის მოდელის შექმნაზე, მოამზადეს და წარადგინეს საკუთარი სოციალური საწარმოს იდეები. ამასთან, ტრენინგ-კურსის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის გაეცნო წარმატებული მეწარმეობისთვის აუცილებელი ისეთი უნარები, როგორებიცაა კრეატიულობა, ლიდერობა, დროის მენეჯმენტი, მიზნების დასახვა ეფექტურად და სხვა.
✅ პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენდა ახალგაზრდებს შორის კულტურათა მიმოცვლა და ტოლერანტული გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია კულტურული საღამოები, რომლის ფარგლებშიც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცა, სხვა მონაწილეებისთვის გაეცნო საკუთარი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, კულტურა, მუსიკა თუ სამზარეულო.
✅ ტრენინგ კურსის დასასრულს, მონაწილეები ესტუმრნენ ვარძიასა და რაბათს და კიდევ უფრო ახლოს გაეცნენ ქართულ კულტურას.
🇪🇺 პროექტი ჩატარდა ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace