ერასმუს+ “Sustainable Economies for green Europe”.

დამატების თარიღი: 23 June 2025 / 18:36


🌿2025 წლის 21 ივნისს, საქართველოს ულამაზეს კურორტ ბაკურიანში დაიწყო Erasmus+ პროექტის “Sustainable Economies for Greener Europe” მეორე მობილობა! 🇬🇪❄️

📌🌍პროექტს ესწრება 28 მონაწილე 7 პარტნიორი ქვეყნიდან — საქართველო, პოლონეთი, ავსტრია, სომხეთი, უკრაინა, ლატვია და რუმინეთი.

პროექტის მიზნებია:

🌱ხალგაზრდული მუშაკების ეკო-ცნობიერების ამაღლება და მათი გაძლიერება თანამედროვე გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ;

🌱 ცოდნის გაღრმავება კლიმატის ცვლილების, მდგრადი ეკონომიკის და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით;

🌱 ინოვაციური სასწავლო მეთოდების ათვისება, რომლებიც მიმართულია ეკოლოგიური პასუხისმგებლობისკენ და ახალგაზრდების ჩართულობისკენ.

🌱გარემოსდაცვითი სოციალური საწარმოების იდეების გენერირება და ბიზნეს გეგმის მომზადება

💬 მობილობის ფარგლებში მონაწილეები იღებენ აქტიურ მონაწილეობას ტრენინგებში, პრაქტიკულ სესიებში და იდეების გაცვლაში, რაც მათ დაეხმარება საკუთარ თემებში განახორციელონ მდგრადი ცვლილებები.

📚 პროექტი სრულად შეესაბამება Erasmus+ პროგრამის მიზნებს — ახალგაზრდების მობილობის, გარემოსდაცვითი განათლების და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის კუთხით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace