Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში, ბაკურიანში წარმატებით განხორციელდა ტრენინგ კურსი – “Your Case for Success” – 21 აპრილიდან 29 აპრილამდე
პროექტში მონაწილეობას იღებდა 28 ახალგაზრდა ევროპის შემდგომი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, საქართველო, ლიეტუვა, ხორვატია, დანია, სომხეთი და უკრაინა.
არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით, პროექტი მიზნად ისახავდა მონაწილეობისთვის გაეცნო სოციალური მეწარმეობის ძირითადი იდეა, ისევე როგორც წარმატებული მეწარმეობისთვის აუცილებელი ისეთი უნარები, როგორებიცაა კრეატიულობა, ლიდერობა, დროის მენეჯმენტი, მიზნების დასახვა და სხვა.
ტრენინგ კურსის დასასრულს, ბიზნეს-კანვას მოდელის საფუძველზე, მონაწილეებმა მოამზადეს და წარადგინეს საკუთარი ბიზნეს იდეები.
პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენდა ახალგაზრდებს შორის კულტურათა მიმოცვლა და ტოლერანტული გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია კულტურული საღამოები, რომლის ფარგლებშიც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს, შესაძლებლობა მიეცა, სხვა მონაწილეებისთვის გაეცნო საკუთარი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, კულტურა, მუსიკა თუ სამზარეულო.