“კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა” ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, „ახალგაზრდული რეფლექსი“. პროექტის მიზნებია: მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ახალგაზრდული პრობლემების კვლევა, ანალიზი და საკითხის სისტემურ ჩარჩოში მოქცევა, რომელსაც შესაბამისი რეაგირება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში ახალგაზრდების ჩართულობა მოყვება.
ტერმინ „მართლმსაჯულების“ ქვეშ მოიაზრება ორი კომპონენტი – (1) დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული საკითხები; (2) სამართალდამცველებთან და სასამართლოსთან ურთიერთობის საკითხები;
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევები საქართველოს რეგიონებში რისი საშუალებითაც მოხდება ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიცირება სხვადასხვა მიმართულებით: დანაშაულის ჩადენის კომპონენტი, სამართალდამცველებთან ურთიერთობის კომპონენტი და მართლმსაჯულებასთან ურთიერთობის კომპონენტი.
პროექტის ფარგლებში ცხადდება იურისტის ნახევარგანაკვეთური (კვირაში 20 საათი) ვაკანსია.
ძირითადი მოთხოვნები:
- კავკასიის ახალგაზრდულ კავშირში მუშაობის სურვილი და მოტივაცია.
- გუნდურობა.
- იურიდიული ფაკულტეტის მინიმუმ მეოთხე კურსის სტუდენტი.
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (საკომუნიკაციო და წერითი)
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
- ორგანიზაციის იურიდიული საკითხების მოგვარება.
- საჭიროების შემთხვევაში სხვა პროექტებში ჩართულობა.
- ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.
სამუშაოს აღწერა:
- კვლევის შედეგების შეჯამების პროცესში მონაწილეობა.
- რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პროექტის გაცნობა.
- ახალგაზრდებთან, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა.
- იურიდიული საქმიანობის კვარტლური ანგარიშების მომზადება.
ამასთანავე:
- ორგანიზაცია გთავაზობთ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ტრენინგ კურსებში, კონფერენციებში და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
- კარიერული ზრდის პერსპექტივებს.
- სამომავლო პროექტებში ჩართულობას.
- კავკასიის ახალგაზრდული კავშირის გუნდის წევრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
ყოველთვიური ანაზღაურება: – 200 $
სამუშაოს ხანგრძლივობა: – 7 თვე (კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით)
გამოსაცდელი ვადა : – 2 კვირა.
კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (ნახევრი გვერდი) ქართულად მეილზე: caucasusyouthnexus@gmail.com (სათაურში მიუთითეთ “ახალგაზრდული რეფლექსი” – იურისტი)
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 4 მაისი 18:00 საათი.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომელთაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.
გასაუბრება გაიმართება 5 მაისს ორგანიზაციის ოფისში მისამართზე: სოლოლაკი, ინგოროყვას 14.
დამატებითი შეკითხვებით დაგვიკავშირდით: caucasusyouthnexus@gmail.com