ვაკანსია პოზიციაზე – პროექტის ასისტენტი

დამატების თარიღი: 13 January 2021 / 20:45

ვაკანსია პოზიციაზე – პროექტის ასისტენტი
    -გაინტერესებს გარემოსდაცვითი საკითხები?
    -გსურს, ახალგაზრდულ ინოვაციურ პროექტში ჩართვა და საკუთარი კონტრიბუციის შეტანა სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში?
    -გახდებოდი ჩვენი მეგობრული და ერთიანი გუნდის ახალი წევრი?
თუ ამ კითხვებზე პასუხი დადებითია, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
    Let’s Do It Georgia-ში ვეძებთ პროექტის ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება გრძელვადიან გარემოსდაცვით პროექტში “არ დააგდო, ჩაწვი ნამწვი”.
    პროექტის შესახებ: https://drive.google.com/…/1bDmTc6crcRC4ohvw6o4…/view…
მოკლედ გიამბობთ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ:
    Let’s Do It Georgia არის გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციის Let’s Do It World-ის წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ნარჩენებთან ბრძოლა, არამედ გლობალური თანამეგობრობის გაერთიანება და ჩამოყალიბება. ამასთანავე, ცნობიერების ამაღლება და ძირეული ცვლილების განხორციელება, რაც საბოლოო მისიის მიღწევაში დაგვეხმარება – ვიცხოვროთ სუფთა და ჯანსაღ გარემოში.
    ვაკანსიის შესახებ:
პოზიცია – პროექტის ასისტენტი.
ადგილმდებარეობა – თბილისი.
სამუშაო განაკვეთი – 30 სთ კვირაში. (მოქნილი გრაფიკი)
სამუშაოს ხანგრძლივობა – 6 თვე (თებერვალი-ივლისი)
ხელფასი – 600 ლარი. (ხელზე ასაღები) მომატების პერსპექტივით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანია, არჩეულ კადრთან პროექტის დასრულების შემდგომ თანამშრომლობის გაგრძელება სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ამავე პროექტის საფუძველზე.
    პასუხისმგებლობები:
– პროექტის პარტნიორებთან, კომპანიებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;
– კომუნიკაცია ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან. მათთვის პრეზენტაციის მომზადება და პროექტის გაცნობა;
– პერიოდულად პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის თარგმნა (ინგლისური-ქართული);
– PR მენეჯერის დახმარება მედიასთან თანამშრომლობის დამყარებაში;
– მოხალისეების კოორდინირება;
– პროექტის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით მუშაობა;
– პროექტის მენეჯერის დახმარება ნარატიული ანგარიშის შედგენაში;
– პროექტის განმავლობაში პროექტის მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება.
    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
– მენეჯერის ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
– დაინტერესებულ პირებთან (stakeholder-ებთან) მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
– სოციალურ/გარემოსდაცვით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
– გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით ჩაითვლება უპირატესობად.
    საჭირო უნარ-ჩვევები:
– ქართული ენის სასაუბრო და წერით მაღალ დონეზე ცოდნა;
– ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
– გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მაღალი ინტერესი;
– გუნდური მუშაობის უნარი;
– კომუნიკაბელურობა;
– მაღალი მოტივაცია;
– მრავალფეროვან საქმესთან ერთდროულად გამკლავების უნარი;
– კრეატიულობა და ახალი იდეების/ხედვის შეთავაზება ორგანიზაციაში;
– პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი.
    რას გთავაზობთ ჩვენ:
1. კარიერულ ზრდას და გამოცდილებას ორგანიზაციის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით;
2. საერთაშორისო ტრენინგებზე, კონფერენციებზე, შეხვედრებზე გაგზავნას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
3. საქართველოში ადგილობრივ პროექტებზე მონაწილეობის მიღებას;
4. Let’s Do It გლობალური ქსელის ერთიან და მეგობრულ გარემოში ჩართვას;
5. შესაბამისი გამოცდილებით ორგანიზაციის სხვა მიმდინარე პროექტებში დასაქმებას;
6. შესაძლებლობას, რომ თქვენი კონტრიბუცია შეიტანოთ გარემოსდაცვით სფეროში.
    თუ გსურთ, ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (მაქს. 2 გვერდი) და სამოტივაციო წერილი (მაქს. 250 სიტყვა) ქართულ ენაზე, მისამართზე: letsdoitgeorgia@gmail.com
განაცხადის შემოტანის ბოლო დღე: 20 იანვარი
გასაუბრების თარიღი: 22 იანვარი
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
    კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტა: letsdoitgeorgia@gmail.com
ტელ: +995 555 214 201
    გისურვებთ წარმატებას!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace