ვიეტნამის დელეგაცია ჰეიდარ ალიევის ცენტრს ესტუმრა

დამატების თარიღი: 15 October 2014 / 23:27

ვიეტნამის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს წევრი, ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის მუდვიმი წევრი ლე ჰონგ ანი (Le Hong Anh) და მასთან თანხლები დელეგაცია ესტუმრა ჰეიდარ ალიევის ცენტრს ბაქოში.

დელეგაცია ინფორმირებული იყო, რომ ჰეიდარ ალიევის ცენტრი არის კულტურული კომპლექსი, რომელიც დააპროექტა ბრიტანელ-ერაყელმა არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა (Zaha Hadid).

ცენტრი მოიცავს საკონფერენციო დარბაზს სამი აუდიტორიით, ბიბლიოთეკასა და მუზეუმს. პროექტის მიზანს ქალაქის ინტელექტუალურ ცხოვრებაში დიდი წვლილის შეტანა წარმოადგენს. ჰეიდარ ალიევის ცენტრი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს, რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ბაქოს ხელახლა განვითარებაში. ცენტრი დაკავებულია სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობის შესწავლით და წახალისებით.

დელეგაციას უამბეს,რომ ცენტრი ახორციელებს პროექტებს,რათა მოახდინოს აზერბაიჯანის ისტორიისა და კუტურის პოპულარიზაციამთელი მსოფლიოს გარშემო.

საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული არქიტექტურული ძეგლი, ჰეიდარ ალიევის ცენტრი, სწორი ინოვაციური და თანამედროვე დიზაინით გახდა თანამედროვე ბაქოს ღირშესანიშნაობა. 2013 წელს  ნაგებობა ჯილდოსთვის წარდგენილი იყო მსოფლიო არქიტექტურულ  და ბიენალეს ფესტივალებზე.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://news.az/articles/politics/92742

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace