თურქეთ-რუსეთის ახალი ფართო ენერგეტიკული თანამშრომლობა

დამატების თარიღი: 02 October 2014 / 23:37

თურქეთის რესბულიკის ენერგეტიკის მინისტრის ტანერ ილდიზის რუსეთში ვიზიტის დროს ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ვაჭრობის თემა და მერსინის პროვინციაში ბირთვული რეაქტორის მშენებლობის საკითხი. ილდიზი შეხვდა თავის რუს კოლეგას ალექსანდრ ნოვაკს, კომპანია „გაზპრომის“  და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბირთვული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორებს. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ  მზარდი რაოდენობის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე „ცისფერი ნაკადის გაზსადენის“ საშუალებით. თურქეთის რესპუბლიკის, როგორც გაზის მეორე უმსხვილესი მომხმარებლის (გერმანიის შემდგომ) აირის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან ზემოაღნიშნული გაზსადენის დახმარებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, საშუალოდ წლიურად 25.5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი გააჩინა საფრთხის კერა, იმასთან დაკავშირებით  შეაჩერებდა თუ არა კიევი ბუნებრივი აირის გადინებას.

ილდიზის განცხადებით, თურქეთი აგვისტოს თვეში, აირის ყოველწლიური მოცულობის 3 მილიარდი კუბური მეტრის გაზრდის მიზნით ატარებდა დისკუსიათა მთელ სერიას. მინისტრმა ასევე მკაფიოდ გაუსვა ხაზი $ 20 მილიარდი ღირებულების ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს, სადაც $ 3.5 მილიარდის მხოლოდ სამშენებლო ტექნიკა იქნება გამოყენებული.

სავარადუდოდ, რუსეთიდან მიღებული სახსრები ბირთვული სადგურის აუცილებელ ინფრასტრუქტურაზე: გზებზე, ელექტროგადამცემ ხაზებსა და წყალსადენებზე დაიხარჯება. მინისტრ ილდიზის მოსკოვში ვიზიტის დროს რუსული ბუნებრივი აირის მწარმოებელი გიგანტი კომპანია „გაზპრომი“ და ოფიციალური ანკარა საბოლოოდ შეთანხმდნენ ფედერაციიდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ექსპორტირებული 16  მილიარდი კუბური მეტრის აირის 19 მილიარდამდე გაზრდაზე.

თურქეთმა „გაზპრომს“ თხოვნითაც კი მიმართა ბუნებრივი აირის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, ცხადია მას შემდეგ, რაც რუსეთი ზემოაღნიშნულ საკითხში რესპუბლიკის არაერთ დათმობაზე წავიდა.

სტატიის სრული ვერსიის სანახავად იხილეთ ბმული: http://www.dailysabah.com/energy/2014/10/02/turkey-russia-discuss-broader-energy-cooperation

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace