იდეების კონკურსი- სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის

დამატების თარიღი: 22 March 2017 / 19:03

კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის წევრები მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური სცვლილებებისთვის“, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ხორციელდება.   პროექტის მიზანია საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

იდეების კონკურსის მეორე ციკლის ფარგლებში, შერჩეული 16 იდეის ინიციატორებისათვის წყალტუბოში გაიმართა გასვლითი ტრენინგი სოციალური მეწარმეობის თემაზე. ტრენინგები მიზნად ისახავს იდეის ავტორების ცოდნის გაუმჯობესებას, რათა მათ კონსულტანტების დახმარებით საკუთარი იდეა აქციონ სრულყოფილ ბიზნეს-გეგმად.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდა ტრენინგები: სოციალური მეწარმეობის შესავალი და მარკეტინგი.  დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება შემდეგ თემებზე: ფინანსები, საწარმოს მართვა და მენეჯმენტი, როგორ ვაქციოთ სოციალური საწარმოს იდეა რეალობად.

ტრენინგების დასრულების შემდეგ 4-5 საუკეთესო სოციალური საწარმოს გეგმა  მიიღებს დაფინანსებას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace