2015 წლის 27 მარტს “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის საქართველოს” ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა “ინტერკულტურული საღამო”, სადაც ახალგაზრდებმა საქართველოდან, ერაყიდან, ინდოეთიდან და შრი-ლანკიდან წარადგინეს საკუთარი ქვეყნების კულტურა, ტრადიციები, სიმღერები, ცეკვები და სამზარეული. ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების დაახლოება, დამეგობრება კულტურის, ტრადიციების, კულინარიის, ფოლკლორის, ცეკვის და ხელოვნების საშუალებებით, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო მშვიდობიან თანაცხოვრებას ქართულ საზოგადოებაში.
მსგავსი ტიპის ღონისძიება არ არის პირველი რაც ორგანიზაციას განუხირციელებია უცხოელი და ქართველი ახალგაზრდების ჩართულობით. სამომავლოდ იგეგმება კიდევ უფრო მეტი ღონისძიება და პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების მშვიდობიან და ჰარმონიულ თანაცხოვრებას საქართველოში.
აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა “კავკასიური სახლის” მხარდაჭერით. ორგანიზაცია მადლობას უხდის თსუს სტუდენტურ თვითმართველობას გაწეული დახმარებისთვის.
”Caucasus Youth Nexus” and ”MasterPeace Georgia” provided Intercultural Evening in Tbilisi State University 27th of March, 2015. Young people from Georgia, Iraq, India and Sri-Lanka presented their culture, traditions, songs, dances and dishes. Idea of the project was to get know to different culture and strengthen links among different nations, build peace inside of the society, that will lead youth to live in one civil society peacefully. Above mentioned event was supported by ”Caucasus House” and Tbilisi State University Student Self Government. Moreover, in future our organization plan to implement various projects regarding the topic, which will help young people to live together in peace and harmony in Georgia