კაინექსის ოფისში IPYG-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დამატების თარიღი: 02 November 2015 / 12:03

31 ოქტომბერს, სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ოფისში შეიკრიბნენ. მათი შეხვდრის თემა მშვიდობის გამოწვევები და ქვეყანაში ახალი პროექტის „მშვიდობის ზონის“ განხორციელება გახლდათ. მონაწილება ღონისძიებაში 15 ადამიანმა მიიღო („კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“, „ქართველი ახალგაზრდების განვითარების ასოციაცია“, „მშვიდობის ხმა“). მოხდა Skype ჩართვის განხორციელება კორეული ორგანიზაციის – IPYG (International Peace Youth Group), წარმომადგენლებთან. განხილული იქნა მომავალი სამუშაო გეგმა და დასახული იქნა კონკრეტული მიზნები.
პროექტის ფარგლებში ქართველი ახალგაზრდები და კორეული ორგანიზაციის წარმომადგენლები გეგმავენ შექმნან, სივრცე სადაც კონფლიქტი, ომი და დაპირისპირბა არ იარსებებს. ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ ისაუბრონ ყოველგვარი დაპირისპირების ენის გარეშე. ასევე ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიენები, სემინარები და აქტივობები, რომლებიც იქნება მიმართული მშვიდობის პროპაგანდისაკენ. პირველ ეტაპზე 49-მდე ახალგაზრდა იზრუნებს ამ იდეის განხორციელებისათვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace