კვლევის პრეზენტაცია ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

დამატების თარიღი: 16 June 2017 / 18:32

2017 წლის 15 ივნისს,  ხაშურში, კაინექსის პროექტი – „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც საკრებულოს, გამგეობის და მაჟორიტარის აპარატის ახალგაზრდული უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანი იყო  კვლევის შედეგების გაცნობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მათი კომენტარების მოსმენა.

კაინექსი მადლობას უხდის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ორგანიზაცია „ახალი თაობა რეგიონალური განვითარებისთვის“ დამფუძნებელს, მერაბ არევაძეს და ხაშურის ეროვნულ ბიბლიოთეკას გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace