ლექცია დისკუსია, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები

დამატების თარიღი: 13 March 2013 / 20:04

2013 წლის 13 მარტს კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით, ივანევ  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართა ლექცია დისკუსია თემაზე “სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები“. ლექცია-დისკუსია იყო მომავალი კონფერენციის „სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები და მათი მოგვარების გზების“  პრე ღონისძიება.

ლექცია-დისკუსია თსუს საერთაშორისო მიმართულების ლექტორმა, ბატონმა გიორგი ხელაშვილმა წაიკითხა. მან მიმოიხილა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ყარაბაღის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობები და ისაუბრა მომავლის პერსპექტივებზე.

აღნიშნულ ღონისძიებაში 70-ამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ლექციის შემდეგ აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace