2013 წლის 2-7 მარტს ჰოლანდიაში გაიმართა მასტერპისის საერთაშორისო ბანაკი, სადაც მიწვეულნი იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი კოორდინატორები. მონაწილე ქვეყნები იყვნენ: იდოეთი, პაკისტანი, ნეპალი, ფილიპინები, ავღანეთი, ერაყი, იემენი, ლიბანი, საქართველო, უნგრეთი, მაკედონია, კოსოვო, ალბანეთი, მოლდოვა, ხორვატია, ბელგია, მაროკო, სენეგალი, სიერა ლეონე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, უგანდა, ნიგერია და სხვ. აღნიშნულ ბანაკში მონაწილეობას იღებდა მასტერპის საქართველოს კოორდინატორი ლევან გორგაძე. ბანაკის მიმდინარეობაზე ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგები და სემინარები. ბანაკის მთავარ თემას წარმოადგენდა 21 სექტემბრის მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ორგანიზება ადგილობრივ დონეზე. ამავდროულად 2014 წლის 21 სექტემბერს ჰოლანდიაში, ამსტერდამში დაგეგმილია მასტერპისის გრანდიოზული კონცერტი სადაც მონაწილეობა მიიღებენ მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონებიდან.