მასტერფისის საერთაშორისო კონფერენცია უტრეხტში

დამატების თარიღი: 12 September 2017 / 13:01

2017 წლის 1-9 სექტემბერის ჩათვლით „მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ორგანიზაციის” დელეგაცია დაესწრო მასტეფისის გლობალურ საერთაშორისო კონფერენციას, ქალაქ უტრეხტში, ჰოლანდიაში. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა მასტერფისის 55 ლიდერი მსოფლიოს 40 სახელმწიფოდან, ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან.

მასტერფისის საერთაშორისო კონფერენციას ყოველწლიური სახე აქვს და მასტერფისის წევრი კლუბები მასპინძლობენ, 2016 წლის მაისში საქართველოს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა აღნიშნული ღონისძიებისთვის.
საერთაშორისო შეხვედრა ემსახურება კლუბებს შორის საქმიანი კონტაქტების გაღრმავება-გაფართოებას, კლუბების მდგრადობის ხელშეწყობას, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთკავშირის გაძლიერებას.
კონფერენციის ფარგლებში ქალაქ უტრეხტში, გაიმართა „Great Minds Meeting”, სადაც მასტერფისის კლუბის ლიდერებს მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, გაეზიარებინათ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება, შეეთავაზებინათ სხვადასხვა ბიზნეს ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობდა სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის დაახლოებასა და თანამშრომლობას.


ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა მასტერფისის კლუბების რეგიონალიზაცია, ამ მომენტისთვის მასტერფისი აერთიანებს სამ რეგიონულ კვანძს მსოფლიოს მასშტაბით, მასტერფისის ლათინური ამერიკის ოფისი, მექსიკაში, ბალკანეთის რეგიონის ოფისი ბოსნია-ჰერცოგოვინაში და მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი საქართველოში.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace