გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა ახალგაზრდებისთვის

დამატების თარიღი: 20 September 2017 / 19:12

2017 წლის 19 სექტემბერს, „მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისისა“ და „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ორგანიზებით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, ვორქშოფი და სემინარი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, მსოფლიოს მშვიდობის საერთაშორისო დღის კვირეული ფარგლებში. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს, გამართეს დისკუსია და შეიმუშავეს სამუშაო გეგმა, რომელსაც მასტერფისის რეგიონული ოფისი და კავკასიის ახალგაზრდული კავშირი 2018 წელს განახორციელებს.
მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი ჩართულია ამ მიზნების განხორციელებაში და შერჩეული აქვს ოთხი კონკრეტული მიზანი: 1. ხარისხიანი განათლება და განათლების ხელმისაწვდომობა 2. კლიმატის ცვლილება 3. მდგრადი ქალაქები და საზოგადოებები 4. მშვიდობა და სამართლიანობა. სწორედ ამ მიზნებზე გაამახვილებს ორგანიზაცია ყურადღების 2018 წლის სამოქმედო გეგმაში.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სოციალური მეწარმეობის განხილვას და ჯგუფურ სამუშაოს, რომელიც „სოციალური მეწარმეობა საზღვრების გარეშე“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ. შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცნენ სოციალური მეწარმეობის არსს და ახალგაზრდების ჩართულობის დადებით მხარეებს, რაც მათ თვითდასაქმების შანსს ზრდის.
აღნიშნულ აქტივობას ფასილიტაციას უწევდა პოლონელი მონაწილე, პრეზენტაციით პროექტის შესახებ და ჯგუფური ვორქშოფით. ახალაზრდებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ უკეთ სოციალური მეწარმეობის არსს და აღნიშნული ცოდნა გამოეყენებინათ საკუთარი სოციალური საწარმოს იდეის განხორციელებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace