მრგვალი მაგიდა მშვიდობიანი ცხოვრებისთვის

დამატების თარიღი: 08 June 2014 / 14:25

მასტერფის საქართველოსა და კაინექსის ორგანიზებით, პარასკევს 6 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი კორპუსის 317 აუდიტორიაში, 16:00-დან 18:00-მდე გაიმართა “მრგვალი მაგიდა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის”. შეხვედრის მთავარი თემას წარმოდგენდა უცხოელი სტუდენტების და ზოგადად უცხოელების ინტეგრაციის პროცესს ქართულ საზოგადოებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიგერიელი ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი აზრი და შეხედულებები გაუზიარეს დამსწრე ქართველ სტუდენტებს. გამოვლინდა მრავალი სახის სირთულე და პრობლემა, რომელიც ნიგერიელ ახალგაზრდებს აქვთ საქართველოში, ესენია: ნიგერიის საელჩოს არ რსებობა; ოფიციალური დოკუმენტების მხოლოდ ქართულ ენაზე შევსება; ნიგერიელი ახალგაზრდბეის ჩაურთველობა სხვადასვხა ღონისძიებებში (პირველად იყვნენ ქართველებთან ერთად პროექტზე); უნივერსიტეტში ქართული ენის კურსების არ არსებობა; გულგრილი დამოკიდებულება ქართველების მხრიდან; ენის ბარიერი; კულტურული განსხვავებულობა და კომუნიკაციის ნაკლებობა. პროექტს ექნება მრავალჯერადი ხასიათი, რომლის დასრულების შემდეგაც მასტერფის საქართველოსა და კაინექსის წევრები ერთობლივად იზრუნებენ მათი გადაჭრის გზების ძიებაზე.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace