მსოფლიო დასუფთავების დღე ხაშურის მუნიციპალიტეტში

დამატების თარიღი: 20 September 2021 / 13:54

მსოფლიო დასუფთავების დღე 19 სექტემბერი, ხაშურის მუნიციპალიტეტი.
მწვანე მოძრაობა lets Do It საქართველოს ხელმძღვანელობით 19 სექტემბერს, ქალაქ ხაშურში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჩვენი მოხალისეების ჩართულობით დასუფთავდა 4 ლოკაცია, მთლიანად შევაგროვეთ 750 კილომდე ნარჩენი.
ამას გარდა არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ დასუფთაევბის აქციით და გადავწყვიტეთ ყველა ჩვენს პარტნიორ მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი თემატიკით მოგვეხატა კედლები, (Street art) რომელიც დაკავშირებულია ეკოლოგიასთან, კედლების შინაარსია – არ არსებობს პლანეტაB
 ProCredit Bank Georgia – პროკრედიტ ბანკი საქართველო და lets Do It საქართველოს თანამშრომლობის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფას. რის შემდეგადაც პლასტმასის მიმღებ და გადამამუშავებელ კომპანია „პოლივიმში“ მოხდა ჩვენ მიერ შეგროვებული ნარჩენების ჩაბარება .
Let’s Do It საქართველო მადლობას უხდის ყველა ლიდერს, ორგანიზაციას, მუნიციპალიტეტსა და თითოეულ მოხალისეს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩვენს ღოონისძიებაში.
ასევე მადლობას ვუხდით ProCredit ბანკსა და ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერისთის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace