
დარგე იდეა, გაზარდე მომავალი…
ინგლისურენოვანი მწვანე ბანაკი – “მომავლის ფესვები” – თქვენი პროფესიული გზა იწყება ჩვენთან ერთად.

10 წელში კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური გამოწვევები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ახალ რეალობას სისტემური მიდგომა და განათლებული ექსპერტები სჭირდება. შესაბამისად, ახალგაზრდების განათლებაში ინვესტიცია, მდგრადი და წარმატებული მომავლის გარანტია იქნება.
მზად ხართ იყოთ დაეუფლოთ მომავლის პროფესიას და თქვენი წვლილი შეიტანოთ დედამიწის მდგრად განვითარებაში? გააგრძელეთ პოსტის კითხვა 
გახდი იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც კლიმატის ცვლილებას და ეკოლოგიურ გამოწვევებს არა მხოლოდ სწავლობს, არამედ მოქმედებს 
ინგლისურენოვანი მწვანე ბანაკი “მომავლის ფესვები” ბაკურიანში აერთიანებს:
განათლებას + თავგადასავლებს + ფიზიკურ აქტივობებს + კარიერის დაგეგმვას.
ბანაკი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ მოზარდმა დღესვე დაიწყოს მზადება პრესტიჟული და მზარდი მოთხოვნის მქონე პროფესიებისთვის.
რას მიიღებთ ჩვენთან:
ESG მენეჯმენტისა და ეკო მიმართულებების შესწავლას, რომლებიც გლობალურად მოთხოვნადი სფეროებია.
ინგლისური ენის ყოველდღიურ პრაქტიკას (კომუნიკაციას+წერა).
პროფესიულ და კარიერულ წინსვლას – საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები, LinkedIn , CV-ს პროფესიული აწყობა. ინფორმაცია Erasmus+ გაცვლითი პროგრამისა და აქტივობების შესაძლებლობებზე.
დასვენებასა და განვითარებას ერთდროულად – ბაკურიანის ბუნება, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, “სოფტ” უნარები და სახალისო საღამოს პროგრამა.
მსგავსი ინტერესების მქონე ახალი მეგობრების პოვნას.
მნიშვნელოვანი დეტალები:
I ნაკადი, თარიღი: 25 – 30 ივნისი (6 დღე) 
II ნაკადი, თარიღი: 2-7 ივლისი ( 6 დღე) 
ასაკი: 13 – 17 წელი
ადგილი: ბაკურიანი, სასტუმრო: Bakuriani Resort (https://www.facebook.com/BakurianiResorts)
რაოდენობა: 40 მონაწილე ( მაქსიმუმ)
ღირებულება: 780 ლარი 980 ლარის ნაცვლად. (მხოლოდ პირველი და მეორე ნაკადებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება)
ბანაკის ყველა აქტივობა და კომუნიკაცია შედგება ინგლისურ ენაზე, თუმცა მონაწილეს არ მოეთხოვება ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა, ვინაიდან ბანაკის ფუნდამენტური არსია “სწავლა ჩართულობით”
ამასთან ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ბანაკის საფასური მოიცავს ყველა საჭირო ხარჯს(სასტუმრო, კვება, ტრანსპორტი, კაკაო break, მატერიალები, ბანაკის პროგრამა, ეკო მეგობრული საჩუქრები და მაისურები, სერთიფიკატები). 
გარანტია და უსაფრთხოება:
ხარისხის გარანტია: ჩვენ სრულად ვაგებთ პასუხს ბანაკის ხარისხზე. მონაწილის უკმაყოფილების შემთხვევაში, ლოგიკური არგუმენტების გათვალისწინებით, ორგანიზაცია მშობელს თანხის 50%-ს უკან დაუბრუნებს.
ციფრული ბალანსი: მშობლებთან შეთანხმებით, 10:00-დან 19:00 საათამდე ბავშვებს ტელეფონებზე წვდომა შეეზღუდებათ (გარდა ციფრული აქტივობებისა).
გადახდა: ადგილის დასაჯავშნად ღირებულების 20% (160 ლარი) უნდა დაიფაროს 10 მაისამდე, თანხის დარჩენილი ნაწილი კი 15 ივნისამდე. ( I ნაკადი)
დოკუმენტაცია და რეგისტრაცია:
•
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/xYRoE3L221fPeKtF7
•
ბანაკის საინფორმაციო დოკუმენტი: https://drive.google.com/…/1ikMB4ZDeuqzAIHfK-2-Ntj…/view…
•
გაიცანით ჩვენი გუნდი: https://drive.google.com/…/1gp_RRIUiZcb…/view…
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
+995 500057948
ან მოგვწერეთ:
letsdoitgeorgia@gmail.com