28 თებერვალს მასტერფის საქართველოს რეგიონულ ოფისში გაიმართა ჰოლანდიის კულტურული საღამო, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს ჰოლანდიელმა მოხალისეებმა ევროპის მოხალისეობრივი სერვისის ფარგლებში.
კულტურული საღამოს განმავლობაში მოწვეული სტუმრები გაეცნენ ჰოლანდიის კულტურულ და გეოგრაფიულ თავისებურებებს. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ტრადიციული საკვები და ეთამაშათ სხვადასხვა პოპულარული თამაშები, რომლებიც კონკრეტულად ზემოთხსენებული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი! ამას გარდა აუცილებელია ვახსენოთ, რომ მოხალისეებმა სპეციალურად ამ კულტურული საღამოსთვის მოამზადეს სახალისო კითხვარი მათი ქვეყნის შესახებ, გამარჯვებულს კი სიმბოლური ჯილდო გადასცეს.
მასტერფის საქართველო მადლობას უხდის ჰოლანდიელ მოხალისეებს კულტურული საღამოს ორგანიზებისათვის!