ვაკანსია პოზიციაზე – პროექტის ასისტენტი
გაინტერესებს სოციალური მეწარმეობა?
გსურს, ახალგაზრდულ ინოვაციურ პროექტში ჩართვა და საკუთარი კონტრიბუციის შეტანა ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებაში?
გახდებოდი ჩვენი მეგობრული და ერთიანი გუნდის ახალი წევრი?
თუ ამ კითხვებზე პასუხი დადებითია, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი ეძებს ახალგაზრდა, ენერგიულ და მოტივირებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება გრძელვადიან პროექტში „ნაბიჯი წინ“ (One step Ahead)
- პროექტი განხორციელდება მარნეულის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.
- პროექტის ხანგრძლივობა: 15 თვე.
პროექტის მიზანია: ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების თვითდასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას, მათ საცხოვრებელ თემში განათლების, სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით.
- სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალგაზრდების გაძლიერებისა და ეკონომიკური მდგრადობის ინსტრუმენტად დანერგვა.
- საგანმანათლებლო პროექტების საშუალებით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
- სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით, როგორც ცალკეული ინდივიდების ასევე კონკრეტული მეწარმეებისთვის შესაძლებლობების გაზრდა.
- თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარება.
- ონლაინ საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და არსებული სოციალური საწარმოების პროდუქციის გაყიდვა ონლაინ მაღაზიის საშუალებით.
- მუნიციპალიტეტში მცხოვრები გოგონების განათლება, გაძლიერება და ეკონომიკურ აქტივობებში ჩართულობა.
-პოზიცია: პროექტის ასისტენტი.
-ადგილმდებარეობა; თბილისი.
-სამუშაო განაკვეთი – 20 სთ კვირაში. (მოქნილი გრაფიკი)
-სამუშაოს ხანგრძლივობა – 15 თვე (ნოემბერი 2021- თებერვალი 2023)
-ხელფასი – 400 ლარი. (ხელზე ასაღები) მომატების პერსპექტივით.
-აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანია, არჩეულ კადრთან პროექტის დასრულების შემდგომ თანამშრომლობის გაგრძელება სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ამავე პროექტის საფუძველზე.
-პროექტის პარტნიორებთან, კომპანიებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;
-კომუნიკაცია ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან. მათთვის პრეზენტაციის მომზადება და პროექტის გაცნობა;
-PR მენეჯერის დახმარება პროექტის ინფორმაციის გავრცელებაში;
-კომუნიკაცია პარტნიორ სკოლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
-პროექტის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით მუშაობა;
-პროექტის განმავლობაში პროექტის მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მენეჯმენტი, ბიზნესი, ეკონომიკა);
-მენეჯერის ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
-დაინტერესებულ პირებთან (stakeholder-ებთან) მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
-ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით ჩაითვლება უპირატესობად
-ქართული ენის სასაუბრო და წერით მაღალ დონეზე ცოდნა;
-სოცმეწარმეობის საკითხების მიმართ მაღალი ინტერესი;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-კომუნიკაბელურობა;
-მაღალი მოტივაცია;
-მრავალფეროვან საქმესთან ერთდროულად გამკლავების უნარი;
-კრეატიულობა და ახალი იდეების/ხედვის შეთავაზება ორგანიზაციაში;
-პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი.
თუ გსურთ, ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (მაქს. 2 გვერდი) და სამოტივაციო წერილი (მაქს. 250 სიტყვა) ქართულ ენაზე, მისამართზე:
ელ.ფოსტა –
caucasusyouthnexus@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო დღე: 27 ოქტომბერი.
გასაუბრების თარიღი: 29 ოქტომბერი
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტა: caucasusyouthnexus@gmail.com
ტელ: +995 599 88 88 24