პროექტი “ერთად ჯანსაღი ცხოვრებისკენ”

დამატების თარიღი: 01 November 2017 / 17:54

2017 წლის 22–29 ოქტომბერს, , Studenten Entwicklungsgesellschaft Österreich–ის, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „ერთად ჯანსაღი ცხოვრებისთვის“ . პროექტი განხორციელდა ევროკავშირის, ერასმუს + ის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიის გამოყენებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და არაჯანსაღი ჩვევებისგან გათავისუფლება, როგორებიცაა თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმლის მოხმარება და ჯანმრთელობისთვის მავნებელი საკვების მიღება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა 35 ახალგაზრდა უკრაინიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან , მოლდოვიდან და ავსტრიიდან. განხორციელდა სხვადასხვა თემატური აქტივობა, მონაწილეების  ჩართულობით და ასევე ორგანიზებით. 

პროექტის ფარგლებში  მოეწყო ექსკურსია ვარძიაში, ხერთვისის ციხესა და რაბათში, დღე დასრულდა ქართული ტრადიციული ვახშმით. ყოველი დილა  მონაწილეებისთვის იწყებოდა 20 წუთიანი გამამხნევებელი ვარჯიშით, რაც ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.
პროექტის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები პროექტის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით. რვადღიანი საერთაშორისო პროექტი დასრულდა ოფიციალური დახურვის ცერემონიით, ყველა მონაწილეს გადაეცა იუსპასები. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ყველა მონაწილე ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და განაგრძობს მათთან სამომავლო პროექტებზე მუშაობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace