ბანკი, რომელიც ყოველთვის მზად არის ადგილობრივი ეკომეგობრული ინიციატივები, მწვანე ბიზნესები და ყველა ის ფიზიკური პირი წაახალისოს, ვისთვისაც ეკოლოგიაზე ზრუნვა და გაფრთხილებაა მნიშვნელოვანია – ასე გამოიყურება „პროკრედიტ ბანკის“ მწვანე პასუხისმგებლობა. როგორ ცდილობს ქართულ ბაზარზე არსებული პირველი ეკობანკი საკუთარი საქმიანობით გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირებას – ამაზე „პროკრედიტ ბანკის“ გარემოსდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი – ალექსანდრე ჯაშიაშვილი გვიამბობს.
„პროკრედიტ ბანკის“ რამდენიმე ძირითად პრინციპს შორის, გარემოსდაცვითი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. რას გულისხმობს ეს პრინციპი და როგორ ცდილობთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ გარემოს დაცვაში?
პროკრედიტ ბანკი მდგრად და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული გერმანული ფინანსური ინსტიტუტია. ბაზარზე არის ნოვატორი და პირველი ეკობანკი, რომელიც გარემოსდაცვითი მიმართულებით მასშტაბურ ინიციატივებს ახორციელებს.
”ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობით გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა მაქსიმალურად შევამციროთ, გვაქვს საკუთარი მზის ელექტროსადგური, წვიმის წყლის რეზერუარი, სრულად აღჭურვილი ელექტროავტოპარკი, ვახდენთ ნარჩენების სეპარირებას და ვცდილობთ, მაქსიმალურად შევამციროთ ქაღალდის მოხმარება – ამ ყველაფერს კი, ჩვენი ძირითადი საქმიანობა – მწვანე დაკრედიტება ემატება. ყურადღების გარეშე არც მწვანე მომწოდებლები გვრჩება.”
– უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, როგორია ბანკის გარემოსდაცვითი პოლიტიკა?
გარემოსდაცვითი სისტემა, რომელსაც პროკრედიტ ჯგუფში შემავალი ბანკები იყენებენ, შექმნილია სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ეფუძნება სამ ძირითად მიდგომას, სამ სვეტს. პირველი – შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა. ბანკში დანერგილია ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების აღრიცხვისა და დამუშავების სპეციალური სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ გარემოზე ზემოქმედების არსებული დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის გაუმჯობესებაზე, შევიმუშავოთ ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტები და მივაღწიოთ მათ. ამის კარგი მაგალითია ჩვენი სათავო ოფისი, რომლის მშენებლობისთვის გამოყენებული მასალები აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის მაღალ სტანდარტებსა და ევროკავშირის ხარისხის მოთხოვნებს. შენობა ისეა აგებული, რომ განათებისთვის მაქსიმალურად ვიყენებთ დღის სინათლეს. მნიშვნელოვანია ასევე შენობის მართვის სისტემა (BMS), რომლის მეშვეობითაც იმართება შენობის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და განათების სისტემები. „პროკრედიიტ ბანკის“ სათაო ოფისი საქართველოში პირველი Edge მწვანე სტანდარებით სერტიფიცირებული ენერგოეფეტური შენობაა.
მეორე და მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ გარემოსდაცვითი რისკების მენეჯმენტი უშუალოდ სესხების კუთხით.
” ბანკი ბიზნესანალიზის შემდეგ იმ საწარმოების სასესხო განაცხადებს უარყოფას, რომელთა საქმიანობაც გარემოსთვის საფრთხის მატარებელია. ”
მესამე და მნიშვნელოვანი გახლავთ ბაზარზე მწვანე დაფინანსების ხელშეწყობა. ეკოსესხები განკუთვნილია სხვადასხვა საქმიანობის სფეროსთვის, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა და წარმოება, სადაც ენერგოეფექტური აღჭურვილობის დანერგვა ხელს უწყობს წარმოების ეფექტურობასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. ამავდროულად, ამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას. აქტიურად ვაფინანსებთ განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით, მზის სადგურების პროექტებს, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს განახორციელონ მოგებიანი ინვესტიცია, ისარგებლონ იაფი და მწვანე ელექტროენერგიით.
ასევე ელექტროავტომობილის შესაძენად გავცემთ საინვესტიციო სესხს შეღავათიანი პირობებით. ყველა ამ აქტივობის ძირითადი მოტივაცია კი, საზოგადოების წახალისებაა, რომ დაინტერესდნენ და გააკეთნ ინვესტიცია ენერგოეფექტურ და რესურსდამზოგავ ტექნოლოგიებში. დეტალურად პირობების ჩვენს ვებგვერდზე გაეცნობით.
– სამოქალაქო მოძრაობაა Let’s Do It Georgia-ს ინიციატივითა და ProCredit Bank Georgia-ს მხარდაჭერით, წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს დასუფთავების დღეს, რომელიც ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფას გულისხმობს. წელს, ამ ინიციატივის ფარგლებში, ნახევარ ტონამდე პლასტმასის ბოთლი გადამუშავდა. როგორ შეაფასებდით ამ პროექტის მნიშვნელობას და თქვენს თანამშრომლობას Let’s Do It Georgia-სთან?
გვიხარია, რომ მწვანე მოძრაობა Lets Do It – საქართველოს მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია წარმატებით განხორციელდა. ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავდა გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, დაცვასა და რეაბილიტაციას; ამასთან, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისებას ახალგაზრდებში, მათ შორის, ცნობადობის ამაღლებას. ვფიქრობთ, რომ ჩვენი კოლაბორაცია მწვანე მიზნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.
„პროკრედიტ ბანკი“ ყოველთვის მზად არის წაახალისოს ადგილობრივი ეკომეგობრული ინიციატივები, მწვანე ბიზნესები და ფიზიკური პირები, ვისთვისაც ეკოლოგიაზე ზრუნვა და გაფრთხილებაა მნიშვნელოვანია. თითოეული ძალისხმევა დასაფასებელია, რაც გრძელვადიან მიზნებსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ემსახურება.