რატომ დარჩი? მოწვეული სტუმარი ბორის კიკნაძე

დამატების თარიღი: 15 March 2021 / 23:26

14 მარტს, პროექტი „რატომ დარჩი?“-ს ფარგლებში ჩატარდა პირველი ონლაინ სემინარი, რომელიც შეეხებოდა სოციალური მეწარმეობის საწყისებს და მნიშვნელობას. პროექტის მისიაა:
ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების თვითდასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას მათ საცხოვრებელ თემში, განათლების, სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდული აქტივიზმის გზით.
ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:
– რა არის სოციალური მეწარმეობა
– რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური მეწრმეობა
– ახალგაზრდული აქტივიზმი და სოციალური მეწარმეობა
– ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობები სოციალური მეწარმეობის დასაწყებად
ყველა სემინარზე გვეყოლება მოწვეული სტუმრები, პირველი სემინარის სტუმარი იყო ახალგაზრდა მეწარმე – ბორის კიკნაძე, Forbes 30 under 30 ერთ-ერთი გამარჯვებული. ის არის დამფუძნებელი რამდენიმე წარმატებული სტარტაპის მათ შორის, wehelp.ge, PawwwN, Beard Bar. იგი ასევე იყო საქართველოს ბანკის CSR ის ხელმძღვანელი. ამჟამად ბორისი FortuneJack-ის და Orbital Gaming-ის აღმასრულებელი დირექტორია. მადლობას ვუხდით ბორის საინტერესო ლექციისთვის.
 არ შეგეშინდეს დაცემის და წარუმატებლობის, ვინაიდან ყოველი წარუმატებლობა ახალი სწავლების და კარიერულად გაზრდის შესაძლებლობაა, დაუშვით შეცდომები და გაიზარდეთ თქვენს შეცდომებზე – ბორის კიკნაძე
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დასწრებისთვის და ვაგრძლებთ ჩვენი ონლაინ სემინარების სერიას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace