2018 წლის 18 ივლისს, „როტარაქტ კლუბ თბილისი ინთერნეიშენალისა“ და „მასტერფის საქართველოს“ თანაორგანიზებით გაიმართა კლუბის შეხვედრა ბატონ ბაშარ ასფოურთან, რომელიც არის როტარის 2452 რეგიონის გუბრენატორის წარმომადგენელი იორდანიასა და პალესტინაში.
შეხვედრის განმავლობაში მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა როტარაქტის კლუბის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა ლიდერების უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ახალგაზრდების როლზე ძლიერი სამოქალაქო საზოგადობის ჩამოყალიბებაში. როტარაქტის კლუბის წევრების, ახალგაზრდების ინოვაციურ მიდგომებზე თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ყველაზე მწვავე გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ისეთ თემებს როგორებიცაა: სამოქალაქო აქტივიზმი, გარემოს დაცვა და მშვიდობის მშენებლობა. სტუმარმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საუკეთესო პრაქტიკები მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებიდან, რომლებიც მოიცავდა ახალგაზრდების მიერ განხორცელებულ სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივიზმს.
დამატებით, საუბარი გაიმართა ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ როტარაქტის საერთაშორისო გრანტები ახალგაზრდების ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროში.
შეხვედრა მოიცავდა კითხვა-პასუხის რეჟიმს, სადაც შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები მოწვეული სტუმრითვის და მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია.