საერთაშორისო ტრენინგ კურსი “ბეთზავტა”

დამატების თარიღი: 30 October 2016 / 19:04

2016 წლის 22–28 ოქტომბერს, თბილისში, კავკასიის ახაგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს ორგანიზებით, გაიმართა Kreisau-initiative – ს ტრენინგ კურსები. პროექტს ესწრებოდა 18 მონაწილე საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და გერმანიიდან. ტრენინგ მოდული დაფუძნებული იყო „ბეთზაფტას“ არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიაზე. სატრენინგო მოდულის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების გააზრებას და დამკვიდრებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ექსკურსია და ქართული ტრადიციული საღამო. მონაწილეებმა დაათვალიერეს ჯვრის მონასტერი, ანანური და მცხეთა. აღნიშნული ტრენინგების მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ოფისი.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace