საზღვარზე მომხდარი შეტაკება ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის

დამატების თარიღი: 24 April 2013 / 18:31

18 აპრილს 300 ჩეჩენი უსაფრთხოების თანამშრომელი შევიდა ინგუშეთის სოფელ არშტში,  მიზეზით,  რომ მოეხდინათ ბოევიკ უმაროვის აყვანა.  ინგუშეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩეჩენების უმთავრესი მიზეზი არა სპეცოპერაცია,  არამედ ამ სოფელში მიტინგის მოწყობა იყო.

არშტი შედის იმ ტერიტორიულ ზონაში, რომელზე პრეტენზიაც აქვს  ჩეჩნეთის რესპუბლიკას, თუმცა მოსახლეობამ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოთქვა სურვილი, რომ ყოფილიყვნენ ინგუშეთის ტერიტორიის შემადგენლობაში.

ენვერ კისრიევი:  “ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოვებს გამოხატვას ყველანაირი დემონსტრაციებით, აქციებით, მაგრამ არა ძალოვანი მეთოდებით, სისხლის ღვრითა და რადიკალური წინააღმდეგობებით“.

არშტის მოსახლეობამ უარი განაცხადა მიტინგში მონაწილეობაზე, ჩეჩნეთის  უსაფრთხოების  თანამშრომლებს თან ყავდათ მოყვანილი 30 მოქალაქე სხვა სოფლებიდან, რომლებსაც დაავალეს გამოსულიყვნენ აქციაზე და განეცხადებინათ, რომ სურდათ შეერთებოდნენ  ჩეჩნეთის ტერიტორიას.

ქვეყნებს შორის საზღვარზე მოხდა შეტაკება, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი იქნა ჰოსპიტილიზირებული.

ენვერ კისრიევი:  “არსებობს ორი გზა: ან ცენტრმა უნდა მოახდინოს რეაგირება  და გადაწყვიტოს მზგავსი საკითხები და კატეგორიულად აკრძალოს მზგავსი ქმედებების გაგრძელება, ან არადა ცენტრი საერთოდ არ უნდა ჩაერიოს ამ საქმეებში. მაშინ ინგუშები და ჩეჩნები თავად მონახავენ გამოსავალს, რადგან  ვეინახებს აქვს საკმარისი ინსტიტუტები იმისათვის, რომ მშვიდობიანი გზით მივიდნენ ამ კონფლიქტის დასრულებამდე.

[lyte id="feature=player_embedded&v=eRpalVmdAT0#" /]

სტატიის რუსული ვერსია იხილეთ ბმულზე:

http://www.bigcaucasus.com/video/2772.html

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace