საინფორმაციო კამპანია ტრეფიკინგის შესახებ

დამატების თარიღი: 24 March 2015 / 22:55

2015 წლის 24 მარტს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის თემაზე. აღნიშნული საინფორმაციო კამპანია წარმოადგენს გაგრძელებას ტრენინგისას, რომელსაც 2014 წლის ნოემბერში დაესწრო კაინექსის დელეგაცია რუმინეთში, ქალაქ დევაში.

დღევანდელ შეხვედრაზე პრეზენტაციები გაიმართა შემდეგი თემების შესახებ: ადამიანებით ვაჭრობა, ტრეფიკინგში ჩართული ადამიანების პროფილების(განმხორციელებელი და მსხვერპლი), ტრეფიკინგის გავრცელების არეალის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში და დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში ტრეფიკინგის მხრივ. მომხსენებლები იყვნენ კავკასიის ახალგაზრდული კავშირის საგარეო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი ლევან გორგაძე, ორგანიზაციის მოხალისეები ეკა აკობიძე და ალისა სულამანიძე. პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართება 2015 წლის მაისში შვედეთში, ქალაქ გოტენბერგში სადაც სხავადსხვა ქვეყნების წარმომადგენლები წარადგენენ საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ ლოკალური საინფორმაციო კამპანიის შედეგებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace