სასწავლო ვიზიტით ერასმუს + KA2 პროექტ “ნაბიჯი წინ” ფარგლებში

დამატების თარიღი: 29 January 2020 / 17:11

სოციალური მეწარმეობა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ევროპასა და მთელს მსოფლიოში. პოლონეთი კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

18-22 იანვარს ჩვენ თავად ვესტუმრეთ ვარშავას ჩვენს პარტნიორებთან ერთად სასწავლო ვიზიტით ერასმუს + KA2 პროექტ “ნაბიჯი წინ” ფარგლებში, რომელსაც ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაცია, ფონდმა აუტოკრეაციამ, უმასპინძლა.

ჯამში ვესტუმრეთ შვიდ სოციალურ საწარმოს, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს მაგრამ ემსახურება ერთ მიზანს – შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ. ასევე ვესტუმრეთ სახელმწიფო ბანკს და გავეცანით, მექანიზმებს, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს სოციალური ეკონომიმის მხარდაჭერას ევროკავშირის თანადგომით.

Dancing Międzypokoleniowy სოციალური საწარმო, რომელიც ცდილობს ასაკობრივი სტერეოტიპები დაამსხვრიოს და ამას ძალიან კრეატიული მეთოდებით ცდილობენ. მუსიკალური საღამოები ახალგაზრდებისა და მოხუცების მონაწილეობით, ქალაქელთა საყვარელ ადგილას, რომელსაც 84 წლის დიჯეი უძღვება. ნამდვილად შთამაგონებელია. გარდა ამისა სოციალური საწარმო არის დასაქმების სააგენტოც, რომელიც მოხუცებულთა დასაქმების მიმართულებით მუშაობს.

კონფლიქტის სამზარეულო, სოციალური საწარმო, სადაც საკუთარი ქვეყნებიდან ომს და კონფლიქტს გამოქცეული ადამიანები პოულობენ უსაფრთხო გარემოს და სამუშაოს. სამზარეულო არის სწორედ იმ ფონდის მფლობელობაში, რომელიც ამ ადმაინანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს.
წითელი ველოსიპედი ასევე პოლონური სამზარეულოს კაფეა, რომელიც ასაქმებს უსახლკარო და მრავალი წლის დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებიც ვერ არიან კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე. კაფესთან ერთად არის სახელოსნოც სადაც ადამიანები სწავლობენ თიხაზე მუშაობას და აწარმოებენ ხელნაკეთ სუვენირებს. იმავე შენობის ზედა სართულები არის უსაფრთხო საცხოვრებელი უსახლკარო ადამიანებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace