სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

დამატების თარიღი: 01 September 2015 / 20:10

2015 წლის 23–29 აგვისტოს კავკასიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაცია იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში. ვიზიტი მოიცავდა ტრენინგს არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ახალგაზრდებისთვის, სახელწოდებით – “Training on Quality and Professionalism of Multipliers in the Field of Social Youth Work for Cultural, Social and Religious NGOs.“ პროექტში მონაწილეობა მიიღო 5 ქვეყნის წარმომადგენელმა, კერძოდ, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეებმა. პროექტს ორგანიზება გაუწია გერმანიაში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციამ „JUBUK,“ რომელიც წარმოადგენს „CAYNEX”-ის პარტნიორ ორგანიზაციას.
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი პროექტები და სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება ორგანიზაციების თანამშრომლობა.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace