სასწავლო ვიზიტი

დამატების თარიღი: 23 December 2019 / 18:54

10-14 დეკემბერს კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა საქართველოში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც Erasmus+ ის KA2 პროექტის, „ნაბიჯი წინ“, („One Step Ahead”) ერთ-ერთი აქტივობაა. პროექტში ჩართულია ოთხი პარტნიორი ორგანიზაცია: Youth Power – შვედეთი, INVENTO – მოლდოვა, FUNDACJA AUTOKREACJA – პოლონეთი და Caucasus Youth Nexus – საქართველო.

„ნაბიჯი წინ“, არის 1,5 წლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის საკითხის პოპულარიზაციას და განვითარებას მონაწილე ქვეყნებში. აღნიშნული ღონისძიება არის პროექტის მეხუთე აქტივობა, რომელსაც წინ უძღოდა ტრენინგი პოლონეთში, ადგილობრივი აქტივობები 4 პარტნიორ ქვეყანაში, სემინარი შვედეთში და გაცვლითი პროგრამა საქართველოში.

აღნიშნული სასწავლო ვიზიტის მთავარი მიზანია ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოში არსებული სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება. საუკეთესო მაგალითების ჩვენება და ზოგადად სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება. ვიზიტის ფარგლებში ვესტუმრეთ ხუთ სოციალურ საწარმოს თბილისსა და რეგიონებში, ასევე ტექნოპარკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც წელს პირველად დაინერგა სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამა.

პროექტი „ნაბიჯი წინ“ მთავარი მიზნებია:
-არასამთავრობო ორგანიზაციების და ახალგაზრდული მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება, სოციალური მეწარმოების პოპულარიზაციისთვის.
-ამ საკითხებზე ახალი საგანმანათლებლო მიდგომების გამოკვლევა; ინოვაციური სასწავლო მეთოდოლოგიების ჩამოყალიბება, დატესტვა და გავრცელება მონაწილე ქვეყნებში.
-ახალგაზრდების გადამზადება და დახმარება, იმისთვის რომ გახსნან და აამუშაონ საკუთარი სოციალური საწარმოები, რომლებიც მდგრად და გრძელვადიან პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანენ ადგილობრივ საზოგადოებას.
-საუკეთესო პრაქტიკების და გამოცდილების გაზიარება იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ.
-საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავებით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ყველა პარტნიორს აქტიური თანამშრომლობისთვის და 2020 წლიდან ახალი სტრატეგიით გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე მუშაობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace