საფრანგეთს სურს უზრუნველყოს ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი ხელშეკრულება

დამატების თარიღი: 05 April 2013 / 00:17

News.az- ინტერვიუ საერთაშორისო

და სტრატეგიული ურთიერთობების

უნივერსიტეტის მკვლევარ,

ჟან ივეს ქამუსთან, პარიზი.

 

რას ფიქრობთ აზერბაიჯანის მომავალზე , ქვეყანაზე, რომელსაც  ისლამური ღირებულებები აქვს  და ისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისაკენ,რადგან ეს მისი  საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია?

 

აზერბაიჯანი არის ქვეყანა, როლმის ისლამური ღირებულებები ერთდროულად  ღრმად ფესვგადგმული და ასევე შემწყნარებლურია. ეს უდავოდ მუდმივი თანმდევი აქტორია  მისი საგარეო პოლიტიკისთვის, რადგან რადიკალური ისლამი  მეტად და მეტად აღიქმება ევროპელებისთვის სერიოზულ მუქარად. მათი მიზანი ევროპული ინტეგრაცია არის? დარწმუნებული არ ვარ , რომ აზერნაიჯანის მიზანი უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა. მიუხედავად ყველაფრისა, სანამ ევროკავშირი  თურქეთს წევრად არ მიიღებს , ვფიქრობ რომ ეს წარმოუდგენელია. აზერბაიჯანი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ისტორიით არის ხიდი ევროპასა და აზიას , მუსლიმურ და დასავლურ სამყაროს შორის. გაცილებით უკეთესია იყო სტრატეგიული ხიდი, ვიდრე ევროკავშირის წევრი.

 

რა ადგილი უკავია სამხრეთ კავკასიას საფრანგეთის საგარეო  პოლიტიკაში?

 

როგორც იცით, საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეა. ჩემი ქვეყანა და მთავრობა მზადაა დაეხმარება გაწიოს ყარაბახის კონფლიქტის სამშვიდობო ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის  და ეს არის არსებითი მთელი სამხრეთ კავკასიის მომავლისათვის. ჩვენ ახლა გვყავს ბევრი ნიჭიერი დიპლომატი , ვინც ამ რეგიონში მუშაობს და ბევრი მათგანი იმ  თაობას ეკუთვნის , ვისთვისაც ცნობილია პოსტ-საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური აზიის ახალი პოლიტიკის ლანდშაფტი.

ფრანგული დიპლომატია გახდა უფრო დაინტერესებული რომ მხარი დაუჭიროს  ფრანგულ ბიზნეს-კომპანიებს რათა ინვესტიციები ჩადონ ამ რეგიონში.

 

როგორ შეაფასებდით მიმდინარე კოოპერაციის დონეს აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის?

 

ნამდვილად მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ. ახლა  იქნება მეტი შესაძლებლობები , ვინაიდან აზერბაიჯანს ნავთობისა და გაზის ეპოქის გათვალისწინებით  დასჭირდება გაამრავალფეროვნოს თავისი ეკონომიკა.

 

საფრანგეთის ხელისუფლება ძალიან ლოიალურია სომხების მოთხოვნისადმი, რომ საფრანგეთში მიიღონ კანონპროექტი გენოციდის კრიმინალიზაციის უარყოფასთან დაკავშირებით. თუკი კანონს მართლაც მიიღებენ, არ იქნება იმის საშიშროება რომ  სომხეთის გარეთ , რეგიონში საფრანგეთის იმიჯი და პოზიცია შეილახება ?

 

მე არ ვფიქრობ ასე და ვისურვებ რომ ასე არ იქნება. წინა კანონი მიღებული იყო საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ,ანტი-თურქული გავლენით, სარკოზის პრეზიდენტობის დროს.  ეს შეიცვალა იმის შემდეგ, რაც გასულ ივლისს აჰმედ დავუთოღლუ ეწვია პარიზს. პრეზიდენტ ალიევის ვიზიტმა საფრანგეთში აჩვენა რომ ჰოლანდიის პრეზიდენტს აქვს დადებითი მიდგომა ორმხრივი ურთიერთობებისადმი  და ასევე 12 ნემბერს პრეზიდენტი სარქისიანიც იყო პარიზში. საფრანგეთს ხიდების აგებისა და პრობლემების მოგვარების  უცვლელი პოლიტიკა აქვს. ეს ასევე გამოიყენება სამხრეთ კავკასიასთან მიმართებითაც. რაც შეეხება კანონს,

მნიშვნელოვანია, რომ ის არ იქნება გამოყენებული თურქების მიზნების შესაბამისად. ჰოლანდიის პრეზიდენტმა , აშკარად გამოხატა ეს დამოკიდებულება, სანამ მას აირჩევდნენ.

 

როგორ შეაფასებდით საფრანგეთის როლს osce (უასფრთხოებისა და თანამშრომლობის ორნაგიზაცია ევროპაში) მინსკის ჯგუფში , რომელიც აგვარებს ყარაბახის კონფლიქტს?

 

ეს არ არის მარტივად საფრანგეთი, რომელიც საუბრობს ელჩების მეშვეობით მინსკის ჯგუფთან , ეს ევროპაა. საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ჯგუფი არის ერთადერთი მაგალითი, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს სამშვიდობო შეთანხმება და როგორც მე გავიგე , მიმდინარე სიტუაციაში პარიზი მუშაობს რომ მოაწყოს საგარეო საქმეთა მინისტრების  შეხვედრა  სომხეთსა  და აზერბაიჯანში.

 

რას ფიქრობთ ამ პრობლემის შესახებ და ევროკავშირი ,რომელიც დაინტერესებულია სტაბილური ენერგო რესურსების ტრანზიტით სამხრეთ კავკასიიდან, რატომ  არ იჩენს მეტ ინტერესს ამ პრობლემის მოგვარებისადმი?

 

მე ვარ პოლიტოლოგი , რომელიც მუშაობს რადიკალურ იდეოლოგიებზე, პოლიტიკასა და რელიგიურ კონფლიქტებზე, ასე რომ მე არ ვარ საუკეთესო კვალიფიციური პირი, რათა სერიოზულად ვისაუბრო საკითხზე თავისი ისტორიული წაინაპირობებით. რაც მე ვიცი დარწმუნებით, ისაა რომ, ყარაბახის საკითხთან დაკავშირებით,არ მოგვარებულა ენერგო რესურსების უსაფრთხოების დაცვის  პრობლემა. ნებისმიერი სამხედრო მოქმედება იქნება ბომბივით ამ რეგიონში, რომელიც უკვე დაძაბულია, განსაკუთრებით ირანთან მიმართებით.  ჩვენ ასევე ფრთხილად უნდა ვიყოთ საქართველოსთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ენერგო რესურსების გადაზიდვის  გამო, არამედ  მგრძნობიარე დამოკიდებულების გამო თბილისსა და რუსეთს შორის. და ბოლოს, საკითხი უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი გზით, რადგან ეს შეეხება ადამიანის უფლებებსა და პრინციპებს.

რატომ არ იჩენს ევროპა მეტ ყურადღებას? იმიტომ რომ ჩვენ გავუმკლავდით ძალიან ღრმა საზოგადოებრივ და ეკონომიკურ კრიზისს ევროპაში, რომელმაც დაანარცხა ევროკავშირი მიწაზე. იმიტომ რომ ჩვენ ასევე შუაგულ იდენტობის კრიზისში ვართ და ნაკლებად გვაქვს ყურადღება მიმართული ევროპის გარეთ, ჩვენი არაევროპელი მეზობლებისკენ.

 

ავტორი : L.H.
News.Az

თარგმანი : თამარ კეკელაშვილი

წყარო: http://www.news.az/articles/politics/74066

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace