საქართველოს ეროვნული პლატფორმის 9-ე საერთო კრება

დამატების თარიღი: 09 March 2018 / 12:00

2018 წლის 6 მარტს კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს წარმომედგენლებმა, როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციის წარმომდგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე–9 საერთო კრებაში.
ყოველწლიური შეხვედრის მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ეროვნული პლატფორმის ძირითადი აქტივობებისა და შედეგების შეჯამება განვლილი ერთი წლის მანძილზე. ასევე ჩატარდა პლატფორმის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების არჩევნები.
ორგანიზაციის სახელით ვულოცავთ არჩეულ კანდიდატებს წარმატებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ სამუშაო წელს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace