სემინარი შვედეთში დასრულდა

დამატების თარიღი: 01 October 2019 / 13:41

30 სექტემბერს დასრულდა სემინარი გოტენბურგში, შვედეთში, რომელიც ჩატარდა ჩვენი Erasmus+ KA2 პროექტის პარგლებში.

„ნაბიჯი წინ“, ანუ „One Step Ahead”, არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის განვითარებას მონაწილე ქვეყნებში. ეს კონკრეტული სემინარი კი წარმოადგენს ზემოხსენებული პროექტის მესამე ეტაპს, რომელსაც წინ უძღოდა ტრენინგი პოლონეთში და ადგილობრივი აქტივობები 4 პარტნიორ ქვეყანაში: საქართველოში, შვედეთში, მოლდოვაში და პოლონეთში.

სემინარი განკუთვნილი იყო იმავე მონაწილეებისთვის, რომლებმაც ამ პროექტზე მუშაობა დაიწყეს პოლონეთში პირველი ტრენინგის ეტაპზე და განაგრძეს ადგილობრივი აქტივობების ჩატარება საკუთარ ქვეყნებში. მონაწილეებმა სემინარის განმავლობაში შეაჯამეს თავიანთი შედეგები, განიხილეს სოციალური მეწარმეობის იდეები დანარჩენ მონაწილეებთან ერთად და მოამზადეს ორი პუბლიკაცია: გზამკვლევი სოციალური მეწარმეობის სწავლებისთვის და საკანონმდებლო რეკომენდაციები ახალგაზრდულ მუშაობასთან და სოც. მეწარმეობასთან დაკავშირებით.

პროექტის მთავარი მიზნებია:

– არასამთავრობო ორგანიზაციების და ახალგაზრდული მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ხელი შეუწყონ სოციალური მეწარმოების პოპულარიზაციას.

– ამ საკითხებზე ახალი საგანმანათლებლო მიდგომების გამოკვლევა; ინოვაციური სასწავლო კურსების ჩამოყალიბება, დატესტვა და გავრცელება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვასწავლოთ ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის შესახებ როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში.

– ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების მომზადება, მათი მხარდაჭერა და მენტორობა, რათა ხელი შევუწყოთ, რომ დაგეგმონ, გახსნან და აამუშაონ საკუთარი სოციალური საწარმოები, რომლებიც მდგრად და გრძელვადიან შედეგს მოუტანენ ადგილობრივ საზოგადოებას.

– საუკეთესო პრაქტიკების და გამოცდილების გაზიარება იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ.

– საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავებით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

მიმდინარე სემინარის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს ამ მიზნების მიღწევისკენ და პირველი ტრენინგის შედეგად მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკული თვალსაზრისით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace